ამერიკული ზღაპრები
რეიტინგი
0 / 5
ნახვა
8797
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დათო ტურაშვილი
გამომცემლობა
აუდიო გამომცემლობა "ჰერა"
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
“ამერიკული ზღაპრები” არის სევდა გახეხილ ჯინსებზე, იუმორი ამერიკულ ოცნებაზე და მითების მსხვრევა რკინის ფარდის იქით არსებულ მიუწვდომელ ქვეყანაზე. დათო ტურაშვილის „ამერიკული ზღაპრები“ კარგად აჩვენებს წინა თაობის ემოციებს, განცდებს, მისწრაფებებსა და სურვილებს. დათო ტურაშვილი გვიყვება საკუთარ თავზე. მწერალზე, რომელიც სპეციალური პროგრამით მიდის ამერიკაში. გვიამბობს იქ გატარებულ ას დღეზე, ძველი შეყვარებულის ყოფილ საცხოვრებელზე, კურტ ვონეგუტსა და 11 სექტემბერზე, შიქეიგოუში (ანუ ჩიკაგოში) მოგზაურობასა და პიეტა ბრაუნზე... ეს არის ამბები ქვეყანაზე, სადაც ზღვარი ზღაპარსა და რეალობას შორის იშლება და ყველაზე კარგად ისმის ძველ მაგნიტოფონებში გაჟღერებული როკენროლის ხმა, იგრძნობა ქაფქაფა კოკა- კოლისა და ამერიკული თავისუფლების გემო..
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები